ლიბიელი მეამბოხეები ნატოს გაეროში სარჩელის შეტანით ემუქრებიან. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ნატოს სამხედრო ძალები საკმაოდ ნელა მოქმედებენ.
"ალიანსის სამხედრო ძალები საკმაოდ ნელა მოქმედებენ. ისინი კადაფის მომხრეებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევენ, ამის შემდეგ კი რამის გაკეთება გვიანია", - განაცხადა მეამბოხეების ლიდერმა ბენგაზი იუნისმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ კვირას განაცხადა.
ამერიკული გამომცემლობა "Wall Street Journal"-ი იუწყება, რომ ამერიკული სამხედრო ძალების გამოყვანამ ნატოს სამხედრო ძალებშისაიერიშო თვითმფრინავების ნაკლებობა გამოიწვია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დიდი ბრიტანეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ალიანსის წევრ სხვა ქვეყნებზე დამატებითი სამხედრო თვოთმფრინავების გამოყოფის შესახებ.
ექსპერტების აზრით, კადაფის მომხრეები შეძლებენ ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას და გააგრძელებენ მეამბოხეების შევიწროებას.