ისრაელი ცდილობს, ღაზას სექტორს თავს ახალი და თამაშის მიუღებელი წესები მოახვიოს. ამის შესახებ "ჰამასის" წარმომადგენელმა სამ აბუ ზუხრიმ განაცხადა.
" Newsru Israel"-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედროები "ჰამასის" აქტივისტების ლიკვიდაციას მათი ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის ბრალდებით ახორცილებენ და თან სურთ, რომ ლიკვიდაციის დროს ბოევიკებმა არ უპასუხონ.
სამ აბუ ზუხრის თქმით, ორგანიზაცია სცენარის ასეთ "ფორმულირებაზე" უარს აცხადებს.
ამასთან, ისრაელის წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორში 120 რაკეტა ჩამოაგდეს, ასევე ბაერ-შაევას, აშდოდის, აშკელონის, სდეროტის და სხვა დასახლებული პუნქტები ნაღმტყორცნებიდანაც იბომბებოდა.
პალესტინური მხარის ინფორმაციით, დაბომბის დროს 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.