ტელეკომპანია "ალ არაბიას" ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტის მხარდამჭერმა სამხედრო ძალებმა 28 მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლეს. მათ შორის 26 ქალაქ დერაში, ხოლო 2 ცენტრალურ პროვინცია ჰომსში.
როგორც სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია აცხადებს, მშვიდობიანი მანიფესტაციები სირიის სამართალდამცველმა უწყებებმა ძალის გამოყენებით დაარბიეს. დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
დემონსტრანტები ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოითხოვენ. მართალია, პრეზიდენტ ასადის ხელისუფლება პოლიტიკური კურსის ცვლილებას დათანხდა, მაგრამ რეფორმების რეალურად გატარებას იგი არ აპირებს.
სირიის ხელისუფლების თქმით, მათ წინააღმდეგ მიმართული ანტისახელმწიფო გამოსვლები საზღვარგარეთიდან ფინანსდება.