ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ერთგული მებრძოლები მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებენ.
ამის შესახებ განცხადება ლიბიის სამხედრო ოპერაციაში ნატოს ხელმძღვანელმა გენერალ-ლეინტენატმა, შარლი ბუშარმა გააკეთა.
"ჩვენ ვნახეთ საშინელი სურათი, თუ როგორ ხდება კადაფის რეჟიმის მებრძოლების მიერ არტილერიული სისტემების ახლოს უბრალო მოქალაქეების განთავსება, როგორც საკუთარ სახლებთან, ასევე საკულტო ნაგებობებთან. ასეთი ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და ეს დაუსჯელი არ დარჩება", - აღნიშნა ნატოს გენერალმა.
ალიანსის ინფორმაციით, ნატოს ავიაცია კვლავ განაგრძობს კადაფის ძალებზე იერიშის მიტანას, რომლებიც ლიბიის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე უქმნიან.