გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში 80 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაღუპულთა შორის რვა ადამიანია, დაჭრილთა რიცხვმა კი 140-ს მიაღწია.
ტრაგედია ბერლინიდან ბალტიის ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ მაგისტრალზე მოხდა.
პოლიციის განმარტებით, ავარიის მიზეზი მოულოდნელი ქარიშხალი გახდა, რომლის სიჩქარეც საათში 102 კილომეტრია.
მომხდარის გამო ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს. მათი თქმით, ავარია ბოლო 20 წლის მანძილზე გერმანიის ისატორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.