„სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოახდინა.
"მიუხედავად იმისა, რომ 1989 წლის 9 აპრილი დიდ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული, ეს დღე ქართველი ხალხის მორალურ-პოლიტიკური გამარჯვების დასაწყისია, რომელიც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით დაგვირგვინდა", - ნათქვამია „სახალხო კრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ყველას დაანახა, რომ ერთობით, სიმართლით და შეუპოვრობით მიზანი მიღწევადია.
"დღეს ჩვენს სამშობლოს სწორედ ხალხის ერთად დგომა, უსამართლობასთან და თვითნებობასთან შეურიგებლობა და თავდადებული ბრძოლა ჭირდება. ასეთი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება",_აცხადებენ „სახალხო კრების" წევრები.