"პრეზიდენტი რომ არა, არქიტექტორი ვიქნებოდი. ვშიშობ, კარგად ვერ ვხაზავ, სამაგიეროდ, კარგ იდეებს მივაწოდებდი",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "სი-ენ-ბი-სისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"მადლიერება მინდა გამოვთქვა სიცოცხლის ყოველი დღისთვის და იმისთვის, რომ მომეცა შანსი, რაღაც შემეცვალა. როდესაც შეგწევს ძალა, პატარა რაღაცებიც კი უკეთესობისკენ შეცვალო, ეს არაჩვეულებრივი შანსია",_ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "სი-ენ-ბი-სის" . ჟურნალისტმა პრეზიდენტს თითქმის ყველა თემაზე დაუსვა თემა_ვარდების რევოლუცია და განვითარების რთული გზა, რუსეთ-საქართველოს ომი, ნატოში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობა და ის მხარდაჭერა, რასაც საქართველოს მსოფლიოს თანამეგობრობა უცხადებს.
ინტერვიუს ბოლოს კი საუბარი ბლიცინტერვიუს რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტმა პრეზიდენტს აპოლიტიკური კითხვებიც დაუსვა.