გერმანიის ფედერალური კანცლერი მოსახლეობაში პოპულარობის კლებას განაგრძობს. გამოკითხვის შედეგად მიღებული ახალი რეიტინგის თანახმად, ანგელა მერკელმა მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ "ველტი" იტყობინება. უფრო ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად კი, მერკელმა მეორე ადგილი დაიკავა.
გამოკითხვის მიხედვით, გერმანელებისთვის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ყოფილი ვიცე-კანცლერი, ფრაქცია "სოციალ-დემოკრატების" მოქმედი თავმჯდომარე ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი აღმოჩნდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შტაინმაიერი ასეთი პოპულარობით მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას 2005-2009 წლებში სარგებლობდა.
პოლიტოლოგთა თქმით, მერკელის მიერ პოპულარობის დაკარგვის მიზეზი ლიბიაში სამხედრო ოპერაციასთან მიმართებით მისი არათანმიმდევრული პოლიტიკა იყო. ასევე, გერმანელთა უკმაყოფილება მისმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რაც გერმანიის ატომურ სფეროსთანაა დაკავშირებული.
კერძოდ, გერმანელებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისთვის ხმის მიცემის დროს გერმანიის ხელისუფლების უარი გააკრიტიკეს.
შეგახსენებთ, გაეროს რეზოლუცია ლიბიის ცის არასფრენ ზონად გამოცხადებასა და მუამარ კადაფის მომხრეებზე საჰაერო დარტყმის განხორციელებას გულისხმობდა.