"ჩემი შთაგონების წყარო ძალიან ბევრი ადამიანია. ჩემი აკადემიური გამოცდილებით, ეს არის ბურგეტ ალი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა, საერთაშორისო სასამართლოს ბრწყინვალე მოსამართლეა, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლია ამერიკაში",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია "სი-ენ-ბი-სისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
პრეზიდენტის თქმით, მან ბევრი რამ ისწავლა სხვა ისტორიული ფიგურებისგან. მათ შორის, თურქეთის სახელმწიფოს დამაარსებლისგან, ათა თურქისგან, ისრაელისა და სინგაპურის დამაარსებლებისგან. ასევე,_ახალგაზრდა დემოკრატიების დამაარსებლებისგან, რის მაგალითადაც სააკაშვილმა ესტონეთი დაასახელა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "სი-ენ-ბი-სის" . ჟურნალისტმა პრეზიდენტს თითქმის ყველა თემაზე დაუსვა თემა_ვარდების რევოლუცია და განვითარების რთული გზა, რუსეთ-საქართველოს ომი, ნატოში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობა და ის მხარდაჭერა, რასაც საქართველოს მსოფლიოს თანამეგობრობა უცხადებს.
ინტერვიუს ბოლოს კი საუბარი ბლიცინტერვიუს რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტმა პრეზიდენტს აპოლიტიკური კითხვებიც დაუსვა.