ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასმბლეაზე საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გაემგზავრა. მისი თქმით, სტრასბურგში, ასამბლეის მორიგ სესიაზე, ძირითადად ორ საკითხს განიხილავენ. ერთია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მეორე -საქართველოს მხრიდან აღებული ვალდებულებები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.
„ჩვენთვის ორივე საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანია და გვექნება საშუალება დავაფიქსიროთ პრინციპული პოზიცია როგორც რუსეთის მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე" - განაცხადა თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები