დღეს, 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების, ოპოზიციის აქტივისტების, ლევან ლოლიაშვილისა და შალვა გოგინაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.
წინა პროცესზე კონსტიტუციურ უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი და მთავარი მოწმე ირაკლი ანდრონიკაშვილი დაიკითხა.
ანდრონიკაშვილის განცხადებით, მან დაინახა გოგინაშვილი, რომელმაც პოლიციელი დაჭრა და ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში ჩატარებულ ამოცნობის პროცედურაზეც ამოიცნო.
გოგინაშვილს 22 წლამდე, ლოლიაშვილს კი 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ლოლიაშვილის ინტერესებს ადვოკატები ელგუჯა ჩხაიძე და გელა ნიკოლაიშვილი იცავენ. გოგინაშვილს _ ლალი აფციაურია.
საქმე ეხება 2009 წლის 28 მაისს, ოპოზიციის მიტინგების პერიოდში ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდნენ პოლიციელები და აქციის მონაწილეები.