ამერიკული კომპანია Walt Disney-მ შანხაიში დისნეილენდის პარკის მშენებლობა დაიწყო. დისნეილენდის გასართობი თემატური პარკის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი ქვა საზეიმო ვითარებაში უკვე დაიდო.
პარკის მშენებლობა 3,7 მილიარდი დოლარი ჯდება. მის მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიკი მაუსი პირველ დამთვალიერებლებს 2016 წლიდან მიიღებს.
ექსპერტები შანხაიში ამერიკული პარკის წარმატებაში დარწმუნებულნი არ არიან. 2005 წლიდან მოქმედი ჰონგ-კონგის დისნეილენდი, რომლის სტუმართა 40%-იც ჩინელები იყვნენ, მომგებიანად დღემდე არ ითვლება.
შანხაის ქალაქის მესვეურებს ახალ პარკში აქციათა საკონტროლო პაკეტი გააჩნიათ, მაშიონ, როცა თავად დისნეი 43 %-ს ფლობს.
ცნიბისთვის, დისნეი მსოფლიოში ცნობილი ბრენდია. ეს პროექტი შანხაის ტურისტთა მეტი ნაკადის მიღებაში დაეხმარება. ამასთან, კულტურისა და გასართობი ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს", _ განაცხადა საზეიმო ცერემონიალზე ქალაქის მერმა.
ტოკიოს, პარიზისა და ჰონკონგის შემდეგ ახალი დისნეილენდი მეოთხე თემატური პარკი იქნება აშშ-ის საზღვრებს გარეთ.