ფონდ "სკოლკოვოს" წარმომადგენელმა ვიქტორ ვექსელბერგმა კოსმოსში გაფრენის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ვექსელბერგმა მრვალი მაგიდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთის კოსმოსურ სისტემებსა და ნავიგაციის საინფორმაციო სისტემებს შეეხებოდა.
ვექსელბერგმა აღნიშნა, რომ კოსმიური კაპსულის "სკოლკოვოს" ხელმძღვანელი კოსმონავტი სერგეი ჟუკოვი იქნება.
"მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ამ ადამიანს კოსმოსის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, მისი კანდიდატურა ამ პროექტს მეტ დინამიკურობას შესძენს",_აღნიშნა ვექსელბერგმა.