სახალხო კრება მოქმედების კონკრეტულ გეგმას 2 მაისს გამოაცხადებს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობისა" და სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მუშოაბას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ "შეფიცულები", "სახალხო კრებაში" არსებული კომიტეტები და ასევე ახალგაზრდული ფრთაც.
"2 მაისს გამოვაცხადებთ კონკრეტულ გეგმას, რომლის მხარდამჭერი დარწმუნებული ვარ ათასობით ადამიანი იქნება. კრება უკან არ დაიხევს და ბოლომდე ვიბრძოლებთ. როდესაც ხალხი შეეგუება იმას, რომ არ უნდა ცხოვრება ავტოკრატიულ და დიქტატორულ ქვეყანაში, მაშინ მოვიპოვებთ საერთაშორისო მხარდამჭერას და გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.