"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე NDI-ის ენდობა, მაგრამ მიიჩნევს, რომ რეიტინგები არსებულ ვითარებას ვერ ასახავს.
"თავად NDI-ის ვენდობი, მაგრამ გამომდინარე იმ შიშიდან,რაც საზოგადოებაში არსებობს, რეიტინგები ობიექტურ რეალურობას ვერ ასახვს", - განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს საქართველოში ევროლავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე ვარაუდით, "ნაციონალურ მოძრაობას" არა 50 %-ზე მაღალი რეიტინგი აქვს, როგორც ამას აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, არამედ მას რეალურად ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 33-35 % ენდობა.
რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის ელჩთან განართულ შეხვედრას, რომელზეც "რვიანმა" დიპლომატს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, გამყრელიძის განმარტებით, ამ კუთხით ცვლილებებს არა მხოლოდ ოპოზიციური ძალები და ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც ელოდება.
"საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკულად, ნიშნულია იმისა, თუ რამდენადაა მზად "ნაციონალური მოძრაობა" და პირადად მიხეილ სააკაშვილი ამ ცვლილებებისთვის იმისთვის, რომ ხალხმა გადაწყვიტოს ხელისუფლებისა და ქვეყნის მომავალი ბედი", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, ევროკავშირის ელჩს საქართველოში "რვიანმა" დახმარება სთხოვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ მას შეთავაზებულ წინადადებებზე პასუხი გასცეს.