11 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანებული სენდაის აეროპორტი მუშაობას მომავალ ოთხშაბათს, 13 აპრილს შიდა ფრენებს განაახლებს.
სენდაი ჩრდილოეთ იაპონიაში მდებარეობს. აეროპორტი 12 მარტს დაიხურა, რადგან ცუნამმა მთლიანად დატბორა აეროპორტი და დააზიანა ასაფრენი ბილიკი. წყლის ამოშრობის სამუშაოები აეროპორტში 20 მარტს დასრულდა. გახსნისთანავე, იაპონიის ორი უმსხვილესი ავიაკომპანია, All Nippon Airways და Japan Airlines აეროპორტიდან ფრენებს განაახლებს.