ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში რძით სამი ბავშვი მოიწამლა და დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოწამლულია კიდევ 35, რომლებიც ადგილობრივ კლინებში გადიან მკურნალობას. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოწამლულთაგან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნული ფაქტების შემდეგ განსუს პროვინციაში, ფერმებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების შემდეგ 2 დიდი ფერმა დახურეს.
2008 წელს, რძეში მელამინის შემცველობის გამო 6 ჩვილი დაიღუპა, ხოლო 300 000 დაავადდა. აღნიშნულის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ ჩინეთიდან რძის იმპორტი აკრძალა. მას შემდეგ ჩინეთი მუდმივად ირწმუნება, რომ ქვეყნის სასურსათო უვნებლობის სამსახურს რძის პროდექუტები მუდმივ კონტროლქვეშ ყავს.