გენერალმა კლეპერმა მოსკოვი და პეკინი "აშშ-შ მოსისხლე მტრებად" გამოცხადა და ამით კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდო პოლიტიკური ისტებლიშმენტი.
ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა აშშ-ს შეიარაღებული ძალების გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ჯეიმს კლეპერმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, რომლის დროსაც აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოებისათვის არსებულ თანამედროვე საფრთხეებზე არსებობდა სენსაციური განცხადება გააკეთა, რომელიც თეთრის სახლის პოლიტიკურ მიმართულებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მან განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი "აშშ-ს მოსისხლე მტრები" არიან და ამასთან ერთად მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს ამერიკისათვის ამჟამად ბოროტების სათავედ მიჩნეულ ქვეყნებზე - ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე. მეტიც, დაზვერვის შეფმა განაცხადა, რომ მუამარ კადაფი ყველა თავის მოწინააღმდეგეს დაამარცხებს და ლიბიის ლიდერად დარჩება. ამერიკის ყველა სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ასეთმა თვითდაჯერებულმა განცხადებებმა ძალიან მწვავე და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია კანონმდებლებში.
ჯეიმს კლეპერმა თავის განცხადებებში საკმაოდ მოკრძალებული შეფასება მისცა ჩინეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარებას. მისი აზრით, ჩინეთის ეკონომიკური წარმატებები, მის მიერ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გადალახვა და მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკური სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვანწილად განაპირობა პეკინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხანგრძლივვადიანი პროგრამის რეალიზებამ.
გენერალი კლეპერი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოება აგრძელებს ყურადღებით თვალყურის დევნებას პეკინის ხელმძღვანელობის თვითდაჯერებულობის ზრდისათვის მსოფლიოში საკუთარი გავლენის გაფართოების შესახებ და არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ ჩინეთმა საერთაშორისო არენაზე უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს.
ჩინეთი დიდ ფულს დებს ახლო და საშუალო რადიუსის მოქმედების ბალისტუკური რაკეტების, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, ავიაციის, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისა და სამხედრო დანიშნულების კოსმოსური სისტემების განვითარებაში.
სულ ახლახანს ჩინეთმა მეხუთე თაობის "J-20" გამოსცადა და ეს კლეპერის განცხადებით, მოწმობს იმას, რომ ჩინელ კომუნისტთა ლიდერებს გადაწყვეტილი აქვთ მსოფლიო დონის იარაღის შექმნა.
რაც შეეხება რუსეთს, მასზე საუბრისას ჯეიმს კლეპერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში პროგრესით აღინიშნა და ხელი რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ქვეყნებს შორის უთანხმოებები კვლავაც რჩება.
რუსეთის ხელმძღვანელობის ზოგი წარმომადგენელი შეშფოთებას გამოთქვამს ევროპაში პრო-ს სისტემის შექმნის შესახებ და მიიჩნევს, რომ ყოველივე ეს საბოლოო ჯამში რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. კრემლს არ სურს თეთრ სახლთან განიხილოს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარის გამოყვანის საკითხი და საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები აღიაროს.
შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამის რეალიზაციისას, მოსკოვი გამომდინარეობს იქიდან, რომ აშშ და ნატო მისი მთავარი სტრატეგიული გამოწვევებია, ხოლო მათი სამხედრო პოტენციალი - უდიდესი საფრთხე. რუსეთის ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებს აქვთ მომზადების საკმაოდ მაღალი მზადყოფნის დონე და რომელიც მიმართულია დასავლეთ ევროპისკენ, კავკასიისკენ, ცენტრალური აზიისკენ და შორეული აღმოსავლეთისკენ.
კარგად ორგანიზებული, მაგრამ მცირემასშტაბიანი მანევრები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისა ატლანტიკაზე, ინდოეთის ოკეანეში და ხმელთაშუა და კარიბის ზღვებში ტრადიციულად აჩვენებს მშვიდობიან ხასიათს სამხედრო-საზღვაო არსენალისა, რომელსაც თან სდევს იმის დემონტრაცია, რომ რუსეთი აგრძელებს დარჩეს მსხვილი საზღვაო სახელმწიფოც.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, რა არის აშშ-სათვის ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიოში კლეპერმა განაცხადა: "რუსებს აქვთ მძლავრი ბირთვული არსენალი, რომელიც აშშ-სათვის პოტენციურად მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს", თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მისი აზრით, რუსეთი მის გამოყენებას არ აპირებს". ასევე ჩინეთიც - თავისი სამხედრო პოტენციალის გამუდმებული ზრდით იგი ასევე პოტენციურად ჩვენთვის მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს".