ოფიციალური პირების ცნობით, ოთხშაბათს, ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად, ეროვნული გვარდიის ორი წევრი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს. იუწყება Reuters
დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორმა პატრიკ მორისიმ X-ზე დაწერა, რომ ორივე დაღუპული ეროვნული გვარდიის წევრი იყო და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია და ტერიტორია შემოსაზღვრულია.
დონალდ ტრამპი პალმ-ბიჩში, თავის კურორტზე იმყოფება, ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი კენტუკიში.