რუსი ოკუპანტები აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე 4 მეტრის სიღრმის თხრილებს აკეთებენ.
სპეციალური ტექნიკა გალის რაიონის ზედა ზობნაში მდინარე ერისწყლის გასწვრივ მეორე დღეა ინტენსიურად მუშაობს.
რუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ ისინი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს ამაგრებენ, იმისათვის, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთა არ მოხდეს. თხრილები ადმინისტრაციულ საზღვარზე ფსოუს ე.წ. სასაზღვრო პუნქტის ენგურის ხიდზე გადმოტანამდე და საშვების საკითხის მოწესრიგებამდე იქნება.