"ქრისტიან-დემოკრატები" სეფსისის ცენტრისათვის ალტერნატივის ადგილის დროულად შეთავაზებას მოითხოვენ. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა მაგა ანიკაშვილმა ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნა.
"ჰოსპიტალურ სექტორის ოპტიმიზაცის უკვე რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი შეეწირა და კვალიფიცირებული ექიმები სამსახურის გარეშე დარჩნენ. სამწუხაროდ კიდევ უფრო დიდი საფრთხე ამ რეფორმის არის ის, რომ მომავალში კვალიფიციური ექიმი აღარ იქნება, თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდა უკვე ათწლეულებით შემუშავებული გუნდების დაშლით. საუბარი პირველ რიგში სეფსისის ცენტრზე", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
მისი თქმით, უკვე ორი წელია რაც სეფსისი ცენტრის საკითხის გადაწყვეტა ვერ ხდება და ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს ჩამოყალიბებლი ხედვა არ აქვს.
"დიდი საფრთხეა, რომ ეს უნიკალური დაწესებულება, რომლის მსგავსი ცენტრებიც ახლა იქმნება ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ-ში, შეიძლება ახლო მომავალში აღარ იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტრომ იფიქროს, რომ სეფსისის ცენტრის თანამშრომლებს შევთავაზოთ ნორმალური ფართი, სადაც შეძლებენ მაქსიმალური საჭირო მომსახურება გაუწყონ პაციენტებს.
"საწოლების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 40 - 50 და მივანიჭოთ ავტონომიური სამედიცინო ცენტრის სტატუსი, როგორც დღეს არის", - აცხადებს ანიკაშვილი.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მას მხარდაჭერა ექნება საპარლამენტო ურმავლესობის წევრებისაგანაც.