ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე გაიყიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტისას, ჩინეთის მხრიდან, ყურადღება ქართული ღვინის ექსპორტზე გამახვილდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინურმა მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ ქვეყანაში ქართული ღვინის იმპორტი გაზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები