"ჩვენ თვითონის" ლიდერი, ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის განხილვას დებატების ფორმატში ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ დავითაიამ დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"გარკვეული ვადები მართლაც სჭირდება დოკუმენტის შესწავლას და ჩვენ მივესალმებით, თუ კომიტეტებშიც და პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა დებატების რეჟიმში მოხდება", - აღნიშნა დავითაიამ.
მისივე თქმით, ანგარიშში დევნილების საკითხებთან დაკავშირებით მოყვანილ ფაქტებსა და ოპოზიციის მიერ დამთავრობო დებატებზე დასმულ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი თანხვედრაა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში 31 მარტს შემოვიდა. კომიტეტებს მის განხილვისთვის ერთ თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო პლენარულ სხდომაზე მაისის დასაწყისში გავა.