"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის და ბავშვთა სახლების და მმართველი ბიუროების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს.
დეპუტატის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანების არაარდამიანურ მოქცევაზე, ასევე ბავშვთა სახლების აღსაზრდელების უფლებების დარღვევაზე.
"მსგავსი ფაქტების ერთის მხრივ საზოგადებას და მეორეს მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებს უკარგავს სახელმწიფოსადმი ნდობას, ამიტომ ორის სახის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პირველი, რომელიც უშუალოდ ამ პროცესებში მონაწილე პირებს შეეხება, და მეორე სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის მინისტრების, რომელებიც ვალდებულები არიან მის საკურატორო სისტემაში ყველაფერი იყოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების დაცვით. რადგან ასე არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ისინი სისტემას ვერ მართავენ და მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ", - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, რადგან ჯანდაცვის მინისტრი ახალი დანაშანულია, ამის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომლებსაც ბავშვთა სახლებზე არიან პასუხისმგებლები.
ამასთან, ჩახვაძე აღნიშნავს, რომ შრომის, ჯამრთელობის და სოციალური მინისტრს ანდრია ურუშაძეს სამთავრობო დებატებზე ყურადღება არ გაუმახვილებია ბავშვთა სახლებში არსებულ ვითარებაზე და კარგი იქნებოდა მისგან მოესმინათ რას აპირებს აღნიშნული კუთხით.