"ქრისტიან-დემოკრატები" საპარლამენტო უმრავლესობას სახალხო დამცველის უნდობლობაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ადამიანის უფლებისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ ანგარიშის შესასწავლად დრო მოითხოვა.
"ანგარიშის შესასწავლად გარკვეული პერიოდია საჭიროს, ასევე სამუშაო შეხვედრებია ჩასატარებელი ცალკეულ სამინისტროებთან, რათა შეიქნას რეალური სურათი და გავანალიზოთ ის ფაქტები, რომელიც ანგარიშშია მოყვანილი", - აღნიშნა თორდიამ ბიუროზე.
მის გამოსვლას ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადება "ორაზროვნად და დამაბნევლად" შეაფას.
"თუ არ ვენდობით სახალხო დამცველს მაშინ პირდაპირ ვთქვათ. თქვენდა საუბედუროდ და ჩვენდა საბედნიეროდ ძალიან ბერი ფაქტია ასახული ისეთი ანგარიშში, რომელიც ჩვენი და პაატა დავითაიას მხრიდან იყო გაჟღერებული სამთავრობო დებატებზე", - აღნიშნა ვეფხვაძემ და აქვე დასძინა, რომ თუ წინა სახალხო დამცველის ანგარიშს პოლიტიზირებულად თვლიდნენ, ტუღუშს ამ მხრივ ნდობა აქვს, ამიტომ პარლამენტმა ადეკვატური შეფასებები უნდა მოახდინოს.
ვეფხვაძის განცხადება კი ლაშა თორიდიამ საკითხისადმი არასერიოზულ მიდგომად შეაფასა და განაცხადა, რომ რაც შეეხება კომიტეტისთვის გარკვეული დროის მიცემას ამაში ახალი არაფერია და ეს "ასე იყო აქამდეც და ახლა".
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში 31 მარტს შემოვიდა. კომიტეტებს მის განხილვისთვის ერთ თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო პლენარულ სხდომაზე მაისის დასაწყისში გავა.