სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაისის დასაწყისში გავა. ამის შესახებ დღეს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"სახალხო დამცველის ანგარიშს სჭირდება შესწავლა, იმისთვის, რომ მოჰყვეს შემდეგ ნორმალური რეაგირება. ამ შესწავლის ნაწილია ის, რომ მის განხილვაში ჩაერთოს სამინისტროები, რომლებსაც კრიტიკა ეხებათ და მათ მიეცეთ საშუალება საკუთარი პოზიცია და არგუმენტები წარმოაგინონ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, ბაქრაძის თქმით, თუ დოკუმენტს არასერიოზულად, რომ უდგებოდნენ, ასეთ შემთხვევაში ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უკვე გაიტანდნენ.
"კომიტეტებს გთხოვთ, რომ სახალხო დამცველთან, ყველა სამინისტროსთან ერთად, რომელსაც კრიტიკა ეხება საკომიტეტო დონეზე გაიაროთ და შემდეგ წარმოვადგინოთ პლენარულს სხდომაზე", - აღნიშნა ბაქრაძემ და საკომიტეტო განხილვებისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ თვიანი ვადა მისცა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში 31 მარტს შევიდა.