დღეს უზენაესი სასამართლოს წინ "სახალხო კრებამ" სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი მოძრაობის "სამართალი მოდის!" პრეზენტაცია გამართა. მოძრაობას სათავეში შალვა ოგბაიძე ჩაუდგება.
როგორც შალვა ოგბაიძე აცხადებს, სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი მოძრაობა ყველა დაჩაგრულ ადამიანს გამოექომაგება. კერძოდ, სამსახურიდან გამოგდების, კანონიერი საკუთრების ხელყოფის, თვალთვალის, ტელეფონზე მოსმენის, უკანონოდ დაპატიმრების, საგადასახადო ეგზეკუციის, ღირსების შელახვისა და ხელისუფლებისგან განხორციელებული დევნის შემთხვევაში, მოქალაქეებმა სახალხო კრების რაიონულ კომიტეტებს შეიძლება მიაკითხონ.
გარდა ამისა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შემთვევაში, საზოგადოებას შეუძლია, სახალხო კრების ცხელი ხაზით_10 60 44 ისარგებლოს.
"ზარალისა და უკანონობის მასშტაბების ზუსტი ცოდნა ჩვენთვის აუცილებელია, რადგან ერთ-ერთი პირველი დავალება, რასაც სახალხო კრება ხელისუფლებას დაავალებს, სწორედ ხალხისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება იქნება",_აცხადებს შლვა ოგბაიძე.
მისი თქმით, დღეიდან სახალხო კრება ახალგაზრდულ მოძრაობა "არა"-სა და მაღალკვალიფიციურ იურისტებთან ერთადკონკრეტულ ჩინოვნიკთა მხილების აქციას დაიწყებს.