კომპანია `თელასის" ქვესადგურში `დანამო" ავარიის აღმოსაფხვრელად სამუშაოების ჩატარების გამო 5 აპრილს ღამის 2 საათიდან დილის 6 საათამდე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: თამარ მეფის და აღმაშენებლის გამზირებს (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ჩიტაიას, გოგი დოლიძის, ჩუბინაშვილის, ცაბაძის, ფიროსმანის, კონსტიტუციის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თოდუას სახელობის კლინიკას, ბავშთა სამყაროს, ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას, გერმანიის საელჩოს, სასტუმრო "კოლხეთს", ნაძალადევის რაიონის პროკურატურას, თბილისი ცენტრალს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურას. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ წინასწარ უკვე ეცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება .