საქართველოს საგარეო უწყება მიმდინარე კვირას ორ სახელმწიფოსთან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ამჯერად კონსულტაციები ესტონეთსა და ლიტვასთან გაიმართება.
ოფიციალური ინფორმაციითვე, ესტონეთთან კონსულტაციების ფარგლებში ქვეყნის დელეგაცია საქართველოს თავად ეწვევა, ლიტვის შემთხვევაში კი, ვილნიუსში საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლები ჩავლენ.
"ესტონეთის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში ხვალ ჩამოვლენ მასთან პოლიტიკური კონსულტაცების დასრულების შემდეგ კი, საქართველოს საგარეო უწყების შესაბამისი დელეგაცია ლიტვაში უკვე თავად გაემგზავრება", - აღნიშნა კალანდაძემ.