ბანგლადეშის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ქალი პლაკატებით ხელში გამოვიდა და შარიათის კანონები გააპროტესტა.
ისინი მამაკაცებისა და ქალების უფლებების გათანაბრებასა და მათ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას მოითხოვენ.
მთავრობის წარმოამდგენლები კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქციების მიუხედავად, ისლამის კანონებს არასდროს დაარღვევენ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბანგლადეშის ქუჩებში პოლიტიკოსების ნაწილმა, ასევე, შარიათის კანონების წინააღმდეგ გამართა აქციები.