ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
როგორც ადგილობრივი სეისმოლოგიური სამსახური იტყობინება, მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება დიდია.
მიწისძვრას, სავარაუდოდ, ნგრევა არ გამოუწვევია.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 15:06 საათზე მოხდა.
ეპიცენტრი ინდონეზიის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე ქალაქ კილაკაპადან 186 მილის მოშორებით იყო.
ქალაქიდან ცუნამის საშიშროების გამო ხალხის ევაუკაცია მიმდინარეობს.