საქართველოს შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი და "ქრისტიან-დემოკრატი" ნიკოლოზ ლალიაშვილი ამერიკაში გაემგზავრნენ. ისინი ჰარვარდის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრებიან.
ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის უშიშროების მინისტრებთან, სადაც პრიორიტეტული თემა უსაფრთხოების საკითხები იქნება.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლოზ ლალიაშვილის თქმით, ეს არის პროგრამა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ სპეციალურად იმ ადამიანებისთვისაა შემუშავებული, რომლებიც ჩართულნი არიან უსაფრთხოების სფეროში.
ცნობისთვის, ესაა პირველი შემთხვევა, როცა კონფერენციას ერთი ქვეყნიდან ორი -ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელი ერთად დაესწრება. საქართველოს გარდა, ყველა სხვა სახელმწიფო კონფერენციაზე თითო მონაწილით იქნება წარმოდგენილი.