იაპონიაში ბოლო სამი დღის განმავლობაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულების 77 ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დღეს მიიაგის ოლქიდან, ქალაქი მინამისანპიკი დაახლებით 500 ადამიანმა დატოვა.
მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაზარალებულ ოლქებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკულ-იპონური ჯგუფები სამაშველო ოპოერაციებს ატარებენ, რომლის დროსაც მხოლოდ დღეს, 11 ადამიანის ცხედარი იქნა ნაპოვნი, გარდა ამისა სამაშველო სამსახურების მიერ ბოლო სამ დღეში უკვე 77 ცხედარია ნაპოვნი.
ადგილობრივი ნაციონალური სააგენტოს მონაცემებით კი, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 15 ათასს გადააჭარბა, ხოლო უგზო-უკლოდ დაკარგულად 15 512 ითვლება.