მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში სასტუმროს და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშნებლობა დაათვალიერა
ანაკლიაში ტურისტებისთვის სეზონი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დავლება ადგილობრივ ხელისუფლებას მისცა.
ანაკლიის საკურორტო ზონაში სასტუმროს და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისისთვის უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ ანაკლია და ქობულეთი საკურორტო ზონებად გამოცხადდა და ინვესტორები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფარსტრუქტურულ პროექტებს განახორცილებენ მოგების გადასახადისგან თავისუფლდებიან.