დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად ფოთი დაზარალა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ძლიერმა ქარმა 15-მდე კორპუს და 10 კერძო საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა, მოგლიჯა ხეები. ამ დრომდე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ქარის ჩადგომისთანავე სპეციალური კომისია ზარალის დათვლას დაიწყებს და მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურება მერიის სარეზერვო ფონდიდან იგეგმება.
ამასთან, ძლიერი ქარის გამო გურიაში მოგლეჯილია ხეები, ხოლო ჩოხატურში მუსიკალურ სკოლას სახურავი გადახადა.
ამ დროისთვის გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში ელექტროენერგია 90 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება, მათ შორის აჭარის ნაწილს.