საქართველოს კონსტიტუციაში ჯერ კიდევ ბევრი რამ დასახვეწი და განსავითარებელია, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის მაია კოპალეიშვილი ფიცის დადების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ სრული მოცულობით უნდა ავამუშავოთ ყველა ის უფლება, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებული მოქალაქეთა უფლებების თვალსაზრისით და მოქალაქეებმა ყველა ამ უფლების გამოყენება უნდა შეძლონ. ეს არ უნდა დამოკიდებული რომელიმე მმართველის თუნდაც პრეზიდენტის კაპრიზებზე", _ განაცხადა პრეზიდენტმა.