უამინდობის გამო, საქართველოს მასშტაბით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" 90 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება .
როგორც "ენერგო-პრო ჯორჯია" იუწყება, აბონენტების დიდი ნაწილი გათიშულია იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადებ აღდგენით სამუშაოებს ყველა რეგიონში გუშინ ღამიდან აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის გამო რამდენიმე დასახლებულ პუნქტს სხვადასხვა სახის ზიანი მიადგა.
უამინდობა დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე გრძელდება