"ქრისტიან-დემოკრატები" ტრადიციას აგრძელებენ და პარტიული შემოწირულობით საქველმოქმედო აქციებს მართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, გიორგი თარგამაძემ და ინგა გრიგოლიამ დღეს ტკბილეული და საჩუქრები, პარტიის ვარკეთილის ოფისში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგეს.
"ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ და დღეს კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ საპენსიო რეფორმის ფარგლებში აუცილებელია სახელმწიფომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს მარჩენალდაკარგული და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მათი პენსია აუცილებლად უნდა გაუთანაბრდეს საპენსიო მინიმუმს, რაც ხელისუფლების დაპირებით, სექტემბრიდან 100 ლარი გახდება" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები მსგავსი სახის აქციებს თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ყოველკვირეულად მართავენ.