"ქრისტიან-დემოკრატებს" საქართველოს ხელისუფლების "აგარალური მთავრობად" გადაქცევის არ სჯერათ.
როგორც მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორისთვის დამატებით 150 მილიონი ლარის გამოყოფის დაპირების მიუხედავად აღმოჩნდა, რომ ეს ფული სინამდვილეში არ არსებობს.
'
"ეს 150 მილიონი ლარი სინამდვილეში არსად არ აღმოჩნდა. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებში ეს თანხა საერთოდ არ ფიგურირებს, არადა თავიდან საუბარი იყო სოფლის მეურნეობის დარგში დამატებით 150 ლარის ინვესტიციაზე", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან მტკიცება, რომ 150 მილიონი ლარის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უნდა მოძიონ, "აგარალური მთავრობის" მხრიდან სოფლის მეურნეობის დარგისადმი არასერიოზულ მიდგომაზე მიუთითებს.
"ან ვიქნებით იმის იმედად, რომ ფუკუსიმას ჩააცხრობენ იაპონიაში და იმაზე დაზოგებათ ფული და ჩვენი ტრაქტორების შესაძენად თანხებს მოგვცემენ. მსგავსი დამოკიდებულება საქართველოს "აგრალური მთავრობის" მხრიდან სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებით სრულ არასეროზულობაზე მიუთითებს", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.