ნიუ-იორკის ცნობილ ცათამბჯენ "ემპაირ სტეიტ ბილდინგს" იაპონელი ხალხის სოლიდარობის მიზნით იაპონიის დროშის ფერებში გადაღებავენ. 
ოთხი შენობა ამიერიდან თეთრ-წითელ ფერებში იქნება გადაწყვეტილი, რაც ამომავალი მზის ქვეყნის სახელმწიფო დროშის ფერს დაემთხვევა.    
ნიუ-იორკის 440 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის კომპანიის მმართველმა ენტონი მალკინმა აღნიშნა, რომ 4 აპრილიდან "ემპაირ სტეიტ ბილდინგის" შენობაზე  იაპონიის საპატივსაცემოდ თეთრი და წითელი ფერები აბრჭყვიალდება. 
სპეციალურად განათებული თეთრ-წითელ ფერთა გამა, ასევე, დაამშვენებს  კუალა-ლუმპურში მდებარე ოკლენდის "სკაი ტაუერსა"  და სეულში აღმართულ "ნორტ ტაუერის" ცათამბჯენს.