რუსეთში რუსების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, მუსულმანთა რაოდენობა კი იზრდება. წერს გერმანული გაზეთი "Frankfurter Rundschau".
"ხალხი მოსკოვისკენ და სანკტ-პეტერბურგისკენ დაიძრა. ამიტომაც, თანდათანობით, მოსახლეობა გაქრება შორეული აღმოსავლეთიდან, ციმბირიდან და ურალიდან. ამას მოწმობს რუსეთის მოსახლეობის აღწერის შედეგები, რომლებიც 2010 წლის ბოლს ჩატარდა", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ ყოველივე ამაში "თავისი წლილი შეაქვს რეგიონს, რომელსაც დაინტერესებული მკითხველი ძირითადად მკვლელობების გამო იცნობს ანუ იმით, რომ ოფიციალური პრესა ამას ვაჰაბისტურ ტერორს უწოდებს ჩრდილო კავკასიაში. აქ ამოწყვეტაზე საუბარიც კი ზედმეტია: მოსახლეობა 6 % გაზრდილი".
"იმ მხარეში, რომელიც დაღესტნიდან ჩეჩნეთის გავლით შავ ზღვამდე ცხოვრობენ მუსულმანები, ისევე როგორც ვოლგის შუა წელზე. აქაც ასევე აღინიშნება მოსახელობის რაოდენობის ზრდის ტენდენცია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის მუსულმანური მოსახლეობის რაოდენობა მომავალში, სულ მცირე, 10 დან 20 % მდე გაიზრდება.
ახლახანს მუსულმანურ რესპუბლიკაში, ბაშკირეთში ყოფნისას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ "ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც არც ერთ სხვაში, არის სხვა და სხვა ხალხების თანაცხოვრებისა და კულტურების განვითარების დიდი გამოცდილება".
პარტიაში "ედინაია როსია" რომელსაც რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი მართავს, მწიფდება გეგმა, რომელიც რესპუბლიკებად დაყოფაზე უარის თქმას გულისხმობს. თუმცა უკვე სახელწოდებებიდან გამომდინარეც ცხადია, რომ მაგალითად - იაკუტია, ბაშკირეთი, ჩეჩნეთი, თათრეთი და მრავალი სხვა - არარუსული ხასიათისაა და ისინი მოვლენების ამგვარი განვითარების წინააღმდეგნი იქნებიან", _ ნათქვამია სტატიაში.