მექსიკის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის (CNDH) მონაცემებით, 2006 წლის შემდეგ ქვეყნის მთავრობისა და ნარკოკარტელების ომის შედეგად 5 397 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. 2006 წელს პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომი გამოაცხადა. ამ ბრძოლაში კალდერონმა 50 000 ჯარისკაცი ჩართო.
CNDH - ის ინფორმაციით, დაკარგულებს შორის 3 457 კაცია, ხოლო 1 885 ქალი. დანარჩენ 55-ზე კი ინფორმაცია არ არსებობს. CNDH მიიჩნევს, რომ უმეტესობა გამოსასყიდის აღების მიზნით გაიტაცეს.
გაერო მექსიკის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენებით ბრძოლა შეწყვიტოს.