აზერბაიჯანის ავიახაზებსა (AZAL) და ბრიტანულ ავიაკომპანია British Midland International"-ს (BMI) შორის, ერთობლივ ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
AZAL-ის ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, ავიაკომპანიები ლონდონის საერთაშორისო აეროპორტიდან ("Heathrow") და აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთობლივ ავიარეისების შესრულებას დაიწყებენ.
ხელშეკრულება, ორივე ქვეყნის დედაქალაქებს შორის კვირაში 10 რეისის შესრულებას ითვალისწინებს.
ფრენებს BMİ "Airbus A-320" ლაინერების მეშვეობით, ხოლო AZAL-ი "Airbus A-319" -ის ლაინერების მეშვეობით განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის AZAL ბაქოდან ლონდონის მიმართულებით, კვირაში 3 რეისს ასრულებს, ხოლო BMİ ყოველდღიურად დაფრინავს.
AZAL-ი ბაქო-ლონდონი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს 557 აზერბაიჯანულ მანათად, ხოლო BMİ 879 აზერბაიჯანულ მანათად ასრულებს.