აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით აჭარის სათევზე მეურნეობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკალმახე მეურნეობებში ლიფსიტების წარმოებაში არსებული პრობლემის გაცნობა და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ქმედებების დასახვა.
შპს ''ქობრონა''-სა და შპს ,,აკავრეთა 2007'' სათევზე მეურნეობებში არსებული პრობლემის წარმოშობის გამო აღებული იქნა წყლისა და ლიფსიტის პათმასლის ნიმუშები, რომელიც გადაგზავნილი იქნა ქ. თბილისში გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში კვლევისათვის. გამოკლევის შედეგები და გასატარებელი ღონიძიებების შესახებ ეცნობა კომპანიის წარმომადგენლებს.
სამინისტრომ ფერმერებს საკალმახე მეურნეობებში მსგავსი პრობლემების დროულად აღმოფხვრის მიზნით შესთავაზა თანამშრომლობა სამინისტროს ლაბორატორიასთან.
ასევე შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია საკალმახე მეურნეობების სწორად დაგეგმარებასა და თევზის გამოზრდის ტექნოლოგიებზე. შესაბამისი ინფორმაცია ბუკლეტის სახით მიეწოდა შეხვედრაზე მოწვეულ თითოეულ მეკალმახე ფერმერებს.