BBC ინფორმაციით. კოტ დივუარში ბოლო დროს მომხდარ შეტაკებებს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ალასანე უატარას მომხრეებსა და აჯანყებულ ლორენ გბაგბოს მომხრეებს შორის ბრძოლები რამდენიმე დღეა ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ აბიჯანში მიმდინარეობს. ორმხრივი ინტენსიური სროლა იყო პრეზიდენტის სასახლესთანაც.
გბაგბოს მომხრეებმა გაეროს ოთხი ჯარისკაციც დაჭრეს.
შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარში შეტაკებები 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. აღნიშნულ დღეს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვება ლორენს უატარამ მოიპოვა. უატარას გამარჯვებას საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაეროც აღიარებენ. ლორენ გბაგბო კი დამარცხებას არ აღიარებს და დღემდე აცხადებს, რომ კოტ დიუარის პრეზიდენტი სწორედ ისაა.