ლიბიაში კოალიციური ძალების სამხედრო მოქმედება ცივი ომის შემდეგ განხორციელებულ კოალიციურ ოპერაციებს შორის ყველაზე სუსტია.
ამის შესახებ გამოცემა "Woshington Post"-ი წერს. ჟურნალისტ ჯოშ როგინის შეფასებით, ლიბიაში კოალიციური ძალების მოქმედების სისუსტეზე თუნდაც ის გარემოებაც მიუთითებს, რომ ოპერაციაში წვლილი მხოლოდ 15 ქვეყანას შეაქვს.
"ექსპერტებმა მყისიერად მიანიშნეს იმაზე, რომ ეს სამხედრო ინტერვენცია განსხვავებულ კონტექსტში მოხდა. ისიც დასძინეს, რომ ლიბიის ომში ნაკლები საერთაშორისო მონაწილეობის მიზეზი ოპერაციის დაწყების წინაპერიოდში ობამას ადმინისტრაციის პოზიციაც და უფრო კონკრეტულად, მისი მულტილატერალიზმისადმი დამოკიდებულება გამხდარიყო", - ნათქვამია სტატიაში.
მასში ჟურნალისტს ბრუკინგის ისნტიტუტის წამყვანი თანამშრომლის მაიკლ ო'ჰანლონის განცხადებაც მოჰყავს, რომელიც აღნიშნავს, რომ ოპერაციაში არაბული ქვეყნების შედარებით მცირე რაოდენობის მონაწილეობას (ჯერჯერობით მხოლოდ სამი ქვეყანა), შეეძლო ოპერაციის ლეგიტიმურობისთვის პრობლემები შეექმნა.