დღეს, 3 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი 4 აპრილს ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრ ტრინიდად ხიმენეს გარსია ერერას შეხვდება, 5 აპრილს კი ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ხოსე ბონო მარტინესთან გამართავს შეხვედრას.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
გრიგოლ ვაშაძე ესპანეთში აშშ-დან ჩავა, სადაც უკვე ერთი კვირაა სამუშაო ვიზიტით იმყოფება.