მეც ვარ საზოგადოების ნაწილი და მეც მაქვს უფლება ქუთაისელების სახელით ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ მოვისმინოთ ჩვენზე დაცინვა და ჩვენზე ზემოდან ქვემოთ ყურება. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სოფელ არგვეთში სტუმრობისას და მწერალ ზაზა ბურჭულაძის ქუთაისში განხორციელებულ ვიზიტს კიდევ ერთხელ შეეხო.
"მე არ ვიცი ქუთაისშიკარგი მწერლები იყვნენ ჩასულნი, ცუდი მწერლები იყვნენ - მაგაში არ არის საქმე უბრალოდ უნდა გესმოდეს, რომ სიტყვას შეუძლია ადამიანს გული ატკინოს, სიტყვა ბევრს ნიშნავს. თუ შენ მიდიხარ და ავლენ იმას, რომ ზემოდან ქვემოთ უყურებ შენს რომელიმე ქალაქს და მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვან ქალაქს საქართველოსას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე თვლის, რომ დაცინვა არის ხუმრობა ეს ასე არ არის.
"მას ხომ აქვს უფელბა თქვას, ჩემი უფლებაა რომ არ მოვისმინო და გავიდე დარბაზიდან. და არა აქვს მას უფლება, რომ მომახვიოს თავზე თავისი აზრი, მით უმეტეს უნიჭოდ ნათქვამი. არა აქვს მნიშვნელობა ნიჭიერი ხარ, არახარ, გინდოდა, არ გინდოდა ამის გაკეთება.
რომ ამბობენ რა პრეზიდენტის საქმეა? - მე არც არავის დაჭერას ვაპირებ, არც ამის მექანიზმები მაქვს, დემოკრატიაა და ყველას შეუძლია რაც უნდა ის თქვას და არც არავის შეზღუდვას. მაგრამ მეც ვარ საზოგადოების ნაწილი და მეც მაქვს უფლება ქუთაისელების სახელით ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ დაცინვა მოვისმინოთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.