ჩვენი ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხალხმა ჩვენ აგვიყვანა ხელში, მიგვიყვანა დაგვსვა იქ, ხალხს შეუძლია იქიდან გაგვყაროს და ხალხის აზრი არის გადამწყვეტი. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მუხრან მაჭავარიანის სოფელში სტუმრობისას.
"ხალხი არ არის სტატისტიკური ერთეული, ეს არის კონკრეტული პიროვნებებისგან შემდგარი ერთობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ინტელექტი, ნიჭირერება და ძალიან დიდი გამძლეობა ამ მრავალი წლის განმავლობაში", _ განაცხადა პრეზიდენტმა და ყველა "პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსს" ურჩია, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე ახალი ხალხი გამოჩენილიყო.
" ჩემი რჩევა იქნება ყველა პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსის მიმართ, ჯერ ერთი, კარგი იქნება, რომ ახალი ხალხი გამოჩნდეს საქართველოში. არ შეიძლება რომ სულ ერთი და იგივე ხალხი იყოს და თავის თავს ნიშნავდნენ უფროსებად პარტიების, თავის თავს მიიჩნევდნენ გენიოსებად და ყველა დანარჩენს არა აქვს მნიშვნელობა. ახალი ხალხი უნდა გამოჩნდეს, ახალი სახეები უნდა გამოჩნდეს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თუ გვინდა რომ საქართველო წავიდეს წინ გათვალისწინებული უნდა იყოს საზოაგდოების თითოეული წევრის აზრი.
"დემოკრატია მუშაობს ასე და დემოკრატია არ არის ერთი და იგივე 100 ადამიანის მმართველობა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.