„მოვუწდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, მივაღწიოთ სამოქალაქო და პოლიტიკურ თანხმობას. გვერდზე გადავდოთ ამბიცია, უნდობლობა, წარსული წყენა და გავერთიანდეთ ერთადერთი და დიადი მიზნის მისაღწევად, რასაც ბოროტების დამარცხება, საქართველოს გადარჩენა ჰქვია", - აღნიშნა „ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა კალათბურთის სასახლეში გამართულ პარტიის პირველ კონფერენციაზე.
ამასთან, კიწმარიშვილმა ის პერიოდიც გაიხსენა, როცა რევოლუციის ლიდერები რუსთაველის გამზირზე გამოსაყვანად ხალხს ვერ აგროვებდნენ.
„მე კარგად მახსოვს 2003 წლის პერიოდი, როცა სააკაშვილი, ცხონებული ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე და სხვა მრავალი ცნობილი ლიდერი, ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე 3 ათას კაცს ვერ აგროვებდნენ რუსთაველზე მიტინგის გასამართად. იმავე 2003 წელს ბოლო დღეებამდე 2- დან 5 ათას კაცამდე გროვდებოდა. ვინმე იტყვის, რომ არ იყო მაშინ მუხტი და იმედი?", - კითხულობს ეროსი კიწმარიშვილი.
მისი თქმით, ხალხი დღეს ოპოზიციის ლიდერთა ერთობას ელის. კიწმარიშვილს კი ამ ერთობის შემკვრელ ძალად „ქართული პარტია" ესახება.
„სამოქალაქო პოლიტიკური თანხმობა,_ესაა ჩვენი ლოზუნგი. ჩვენ დავამარცხებთ უიმედობას. როგორ მოვაშოროთ ეს ბოროტება, კარგად ვიცით და ამას ძალიან მალე გავაკეთებთ. ტრადიციაზე დაყრდნობით ავაშენებთ წარმატებულ საქართველოს",_აღნიშნა კიწმარიშვილმა.